კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრემიერლიგა – “მანჩესტერმა” 9:0 მოიგო (ვიდეო)

მანჩესტერმა მოიგო

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და 9:0 გაანადგურა.

იშვიათი ანგარიშია, მაგრამ ფაქტია. „წითელმა ეშმაკებმა“ საოცრად ითამაშეს და პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგეს. უფრო სწორედ რეკორდი გაიმეორეს.

1995 წელს სწორედ „მანჩესტერმა“ „იფსვიჩს“ მოუგო ამ ანგარიშით და 2019 წელს სწორედ „საუთჰემპტონი“ დამარცხდა „ლესტერთან“. ახლა 9:0 „მანჩესტერს“ ორჯერ აქვს მოგებული და „საუთჰემპტონს“ ორჯერ წაგებული.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა 44 ქულას მოუყარა თავი და „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ლიდერია, თუმცა ორი თამაშით მეტიც აქვს გამართული.

„მანჩესტერი“ – „საუთჰემპტონი“ 9:0

გოლები: 1:0 ვან-ბისაკა (18), 2:0 რაშფორდი (25), 3:0 ბედნარეკი (34, ა.გ), 4:0 კავანი (39), 5:0 მარსიალი (69), 6:0 მაკტომინეი (71), 7:0 ბრუნო ფერნანდეში (87, პენ), 8:0 მარსიალი (90), 9:0 ჯეიმსი (90)

 

 

წყარო – Premierleague

 

ავთანდილ ასათიანი: “გულშემატკივრებს ამ წაგების გამო ბოდიშს ვუხდი” (ვიდეო)