კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

პრემიერლიგა – “ენფილდურმა” თამაშმა ქომაგებს იმედი გაუცრუა

ნულოვანი ფრე ენფილდზე

Image source: Getty images

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში ცენტრალური მატჩი „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის „ენფილდ როუდზე“ გაიმართა.

ამ თამაშის წინ ძალიან დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა ის ვერ გაამართლა. შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გუნდებმა მაღალი კლასის ფეხბურთი ვერ აჩვენეს.

უფრო ახლოს მოგებასთან „მანჩესტერი“ იყო, რომელსაც მეორე ტაიმში რამდენიმე საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ ალისონ ბეკერმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

საბოლოოდ, გუნდებმა 0:0 ითამაშეს და ქულები გაიყვეს. „მანჩესტერი“ 37 ქულით პირველ პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო „ლივერპული“ 34 ქულით მესამე ადგილზეა.

„ლივერპული“ – „მანჩესტერი“ 0:0

 

წყარო – Premierleague

 

ბათუმის სტადიონზე “კამპ ნოუს” და “სან სიროს” მსგავსი მინდვრის საფარი დაიგება (ვიდეო)