კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პრემიერლიგა – “ჩელსიმ” და “მანჩესტერმა” გაილაღეს, “არსენალმა” ისევ ვერ მოიგო (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამარჯვებები ადვილად მოიპოვეს, ხოლო ლონდონის „არსენალმა“ ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა.

„ჩელსიმ“ „ბარნლის“ უმასპინძლა და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან ჟორჟინიომ და ტამი აბრაჰამმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი კალუმ ჰადსონ-ოდოიმ დააფიქსირა. „ჩელსიმ“ 39 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა.

კიდევ უფრო დიდი ანგარიშით იმარჯვა „მანჩესტერმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ნორვიჩს“ 4:0 აჯობა. მატჩის გმირი მარკუს რაშფორდი გამოდგა, ინგლისელმა დუბლი შეასრულა. თითო გოლი კი ანტონი მარსიალმა და მეისონ გრინვუდმა გაიტანეს. „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან და ჩამორჩენა ხუთი ქულაა.

კიდევ უფრო მძიმე დღეშია ლონდონის „არსენალი“, რომელიც მე-10 ადგილზეა. მიკელ არტეტას გუნდი „კრისტალ პალასს“ ესტუმრა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით იგებდა, მაგრამ შემდეგ ანდრე აიუსგან გაუშვა და ქულას დასჯერდა. მოგვიანებით გაბონელი გააძევეს და „მეთოფეებმა“ მორიგი ორი ქულა დაკარგეს.

„ჩელსი“ – „ბარნლი“ 3:0

გოლები: 1:0 ჟორჟინიო (27, პენ), 2:0 აბრაჰამი (38), 3:0 ჰადსონ-ოდოი (49)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

„მანჩესტერი“ – „ნორვიჩი“ 4:0

გოლები: 1:0 რაშფორდი (27), 2:0 რაშფორდი (52), 3:0 მარსიალი (54), 4:0 გრინვუდი (76)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

„კრისტალ პალასი“ – „არსენალი“ 1:1

გოლები: 0:1 ობამეიანგი (12), 1:1 აიუ (54)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთის თასზე გოლი ისევ გაიტანა (ვიდეო)