კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფრანგი ფეხბურთელის სკანდალური განცხადება: “1.5-მეტრიანი აუტისტი მესის ეშინია?”

დიუგარიმ მესის აუტისტი უწოდა

 

ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ ლიონელ მესის 1.5-მეტრიან აუტისტი უწოდა.

„რისი ეშინია გრიზმანს? ბავშვის, რომელიც 1.5 მეტრის სიმაღლისაა და ნახევრად აუტისტია? უკვე ერთი წელია ვამბობ, რომ მესისთან პრობლემა აქვს, ამიტომ პირდაპირ სახეში უნდა დაარტყას“, – თქვა ფრანგმა.

ამ განცხადების შემდეგ დიუგარის ბოდიშის მოხდა მოუწია:

„გულწრფელად ვწუხვარ, ლიონელ მესის შესახებ ჩემი განცხადებების გამო. არ მინდოდა აუტიზმის მქონე ადამიანების შეუარცხყოფა, ეს არ იყო ჩემი განზრახვა. ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამ სიტყვების გამო შოკში იყო“, – დაწერა სოციალურ ქსელში დიუგარმა.

შეგახსენებთ, რომ დიუგარი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

 

 

 

 

წყარო – Goal.com

 

 

 

 

 

 

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროჩელენჯერისთვის 18 მოთამაშის შემადგენლობით ემზადება