კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფრანგი ფეხბურთელი: “ჩელსის” დატოვებას არ ვნანობ, აზარი ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი არ ყოფილა”

Image source: Blue's the colour

 

იტალიური „სასუოლოს“ თავდამსხმელი ჟერემი ბოგა ლონდონის „ჩელსიში“ გატარებულ პერიოდს ცუდად იხსენებს. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ინგლისში ჩაგრავდნენ და თამაშის შანსს არ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძლიერი ფეხბურთელები მის პოზიციაზე „ჩელსის“ არ ჰყავდა. მაგალითად, ედენ აზარი.

„ჩელსიდან“ წასვლას არ ვნანობ. კონტე საერთოდ არ მელაპარაკებოდა. ერთხელ დამაყენა ძირითად შემადგენლობაში და მხოლოდ ის მითხრა, რომ ხვალ მე ვითამაშებდი. რეალურად, ედენ აზარი, პედრო და ვილიანი ჩემზე ძლიერი ფეხბურთელები არ იყვნენ. ახალგაზრდულ გუნდში აბრაჰამთან და ლოფტუს-ჩეკთან ერთად ვთამაშობდი და ბევრი ტიტულიც მოვიგეთ“ – თქვა ბოგამ.

ჟერემი ბოგა „ჩელსის“ აკადემიაში აღიზარდა და 2017 წელს პრემიერლიგაში ერთადერთი თამაში ჩაატარა. გასული სეზონიდან კი „სასუოლოში“ თამაშობს და ახლა მისით „ბარსელონაა“ დაინტერესებული.

 

 

 

სალაჰის დახვეწილი დუბლი და “ლივერპულის” მორიგი გამარჯვება + ფეხბურთელების რეიტინგები (ვიდეო)