კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ფრანგი მწვრთნელი: “მიქაუტაძე სუპერნიჭიერია და იმედგაცრუებაც გადალახა”

მიქაუტაძეზე ბელგიური გამოცემა

Image source: Seraing

 

ფრანგმა მწვრთნელმა ოლივერ ბაჰმა, რომელსაც ჟორჟ მიქაუტაძესთან უმუშავია, ნიჭიერ ფეხბურთელზე ისუაბრა, რომელსაც ქართული ფესვები აქვს, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეა.

მიქაუტაძე „მეცის“ საკუთარებაა და ბელგიურ „სერენში“ იჯარით თამაშობს, მაგრამ ძალიან შედეგიანად და ყურადღება მიიპყრო.

მიქაუტაძის გუნდის წინააღმდეგ თვეში რამდენჯერმე ვითამაშეთ და მან ყოველჯერზე გოლი გაიტანა. ძნელი მისახვედრი არ იყო, მაგრამ საუკეთესო გახლდათ. 17 წლის ასაკში ის სხვებს უსწრებდა ტექნიკით, ბურთის გარეშე თამაშით, დამაგვირგვინებელ ფაზაში თამაში. ყველა მოთამაშე, უფროსებიც აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ეფექტურობით. ეს უტყუარი ნიშნები იყო.

არ მიკვირს, რომ ბელგიაში ამდენი გოლი გაიტანა. ვიცი, რომ მეორე დივიზიონი არც ისე დაბალი დონისაა, მქონდა უშუალო შეხება, კარგი დონის ჩემპიონატია. გოლები იმიტომ არ გააქვს, რომ წინ არავინ ჰყავს. ის სუპერნიჭიერი ბავშვია, რომელმაც შეძლო და გაუმკლავდა იმ იმედგაცრუებას, რაც იჯარით გაშვებამ გამოიწვია. ის შრომისმოყვარეა და საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. ის სწრაფი ბურთიანად და უბურთოდ, ორივე ფეხით თამაშობს და ძლიერი დარტყმა აქვს. ერთი-ერთზეც თამაში შეუძლია“ – თქვა ბაჰმა.

ჟორჟ მიქაუტაძეს „სერენში“ ჩატარებულ 9 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 13 მარჯვენა, ხოლო 2 მარცხენა ფეხით გაიტანა. გოლების 40% მეორე ტაიმზე მოდის.

 

წყარო – actufoot.com

 

ჯანო ანანიძე: “ეს ტრაგედიაა, არ ვიცი შანსი კიდევ როდის გვექნება”