კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფრანჩესკო ტოტიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ ტალანტი გაანიავა

Image source: Getty images

 

„რომას“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ ანტონიო კასანომ დიდი ნიჭი ქარს გაატანა და მხოლოდ 30% გამოავლინა.

ანტონიო ყველაზე ძლიერი იყო ტენიკურად, მასთან თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, თვალდახუჭული ვუგებდი. თუმცა დიდი ნიჭი გაანიავა და მხოლოდ 30% გამოავლინა რაც შეეძლო“ – აღნიშნა ტოტიმ.

ფრანჩესკო ტოტი და ანტონიო კასანო თანაგუნდელები „რომაში“ და იტალიის ნაკრებში იყვნენ.

 

წყარო – Goal.com

 

ბელგიელი ფეხბურთელები ყოფილ კლუბს ვალებს გაუსტუმრებენ და გაკოტრებისგან გადაარჩენენ