კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პორტუგალიის მიმდინარე ტურნირზე 2 ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობს

ქართველი ჩოგბურთელები პორტუგალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას

Image source: Getty Images

 

პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში მიმდინარე ITF-ის 60 000-იან ტურნირზე 2 ქართველი ქალი ჩოგბურთელი მონაწილეობს.

WTA-ს რეიტინგის 218-ე ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ტურნირში 26-ე ნომრად არის განთესილი და 1/16-ფინალში 30 წლის სლოვენიელ პოლონა ჰერცოგს ხვალ დაუპირისპირდება.

WTA-ს რეიტინგის 204-ე ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე კი ტურნირში მე-10-ე ნომრად არის განთესილი და ტურნირს 1/16-ფინალიდან ჩაერთო. მარიამის მეტოქე 21 წლის გერმანელი იულე ნიმაიერია, რომელსაც ასევე ხვალ შეხვდება.

აღვნიშნოთ, რომ ოეირაშის ტურნირის საპრიზო ფონდი კი 60 ათას ევროს შეადგენს.

 

 

 

წყარო – itftennis.com

 

 

 

 

 

 

ლევან კორღალიძემ “საბურთალოს” დაემშვიდობა: “ორივე მხარისთვის ასე ჯობდა”