კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

პორტუგალიამ საფრანგეთთან წააგო და ერთა ლიგაზე დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველოს ნაკრები დარჩა

საფრანგეთმა პორტუგალიას მოუგო

Image source: Uefa Nations League

 

ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ჯგუფის მეხუთე ტურში საფრანგეთის ნაკრები სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდა და ამ მატჩის ბედი ჯგუფის გამარჯვებულს არკვევდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ევროპის მოქმედ ჩემპიონს 1:0 მოუგო.

მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე ნგოლო კანტემ გაიტანა, რომლის გოლმა ფრანგებს გამარჯვება მოუტანა. საფრანგეთმა 13 ქულა დააგროვა, პორტუგალიას 10 ქულა აქვს და ჯგუფში ლიდერია. თან, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს და პირველი ადგილი გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის ისტორიაში პორტუგალია და საქართველო ამ დრომდე დაუმარცხებლები იყვნენ, ხოლო ახლა მხოლოდ საქართველოს არ აქვს ამ ტურნირზე წაგებული თამაში. ქართველმა ფეხბურთელებმა D და C დივიზიონში ჯამში 10 მატჩი ჩაატარეს, 6 მოიგეს და 4-ჯერ ფრე ითამაშეს.

პორტუგალია – საფრანგეთი 0:1

გოლი: 0:1 კანტე (53)

 

 

წყარო – Nations League

 

შენგელია: “ბოდიში, რომ წავაგეთ, განვითარება უნდა გავაგრძელოთ, სხვა გზა არაა”