Image source: Getty images
საფრანგეთის სუპერთასზე „პსჟ“ „მარსელს“ დაუპირისპირდა და 2:1 მოიგო. პარიზელები უპირატესობას ფლობდნენ და პირველი ტაიმის 39-ე წუთზე მაურო იკარდიმ ანგარიშის გახსნა მოახერხა.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა 85-ე წუთზე მეორეც გაიტანა, ამჯერად, პენალტი ნეიმარმა ზუსტად შეასრულა. 90-ე წუთზე დიმიტრი პაიემ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ პარიზელებმა მეტოქეს მეტის გაკეთების შესაძლებლობა აღარ მისცეს.
„პსჟ“-მ ისტორიაში მეათედ მოიგო საფრანგეთის სუპერთასი. მაურისიო პოჩეტინომ კი პარიზულ გუნდს 11 დღეში მოაგებინა ტიტული და აღსანიშნავია, რომ მან ტოტენჰემში წლების განმავლობაში მიუხედავად ტიტული საერთოდ ვერ მოიგო.
„პსჟ“ – „მარსელი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 იკარდი (39), 2:0 ნეიმარი (85, პენ), 2:1 პაიე (89)
წყარო – PSG
ვიდეობი
ფოტოები