კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პირველი ქართველი, რომელმაც უეფას Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მოიგო

ჯესი სურმავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა

Image source: gff.ge

 

2020 წლის უეფას Grassroots Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული, სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი – ჯესი სურმავა გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯესი სურმავას ჯილდო წლის საუკეთესო გრასრუტ ლიდერის ნომინაციაში გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაზე ქართველი გრასრუტის კოორდინატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა.

​ჯესი სურმავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. სფფ-ის გრასრუტის კოორდინატორი, უეფამ სწორედ ამ პროექტის განხორციელების გამო დააჯილდოვა.

​უეფას Grassroots Awards-ი 2010 წლიდან იმართება, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გამარჯვებულებს ხუთ ნომინაციაში ასახელებს – საუკეთესო გრასრუტ პროექტი, საუკეთესო გრასრუტ ლიდერი, საუკეთესო გრასრუტ კლუბი, საუკეთესო ინიციატივა შშმ პირებისთვის და საუკეთესო პროფესიული საფეხბურთო კლუბი. ყოველ წლიურად უეფა აჯილდოებს იმ ადამიანებს და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ასაკის, შესაძლებლობების, სქესის და სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე ადამიანების ფეხბურთში ჩართულობას.

​დაჯილდოების დაარსებიდან დღემდე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯილდოები 36 ქვეყნის 96 წარმომადგენელს გადასცა. ჯესი სურმავა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც უეფას Grassroots Awarads-ის ოქროს ჯილდო მოიგო, ხოლო ვერცხლის პრიზი 2018 წელს უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მოყვარულთა ლიგის და თასის კონცეფციისთვის გადაეცა.

 

წყარო-gff.ge

 

 

 

 

 

ვინ იყო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ერთა ლიგის 2020 წლის სეზონში (ფოტო)