კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პირველად საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში – “დინამო სოხუმს” სარეზერვო გუნდი ეყოლება

პირველი სარეზერვო ქალთა გუნდი საქართველოს ისტორიაში

Image source: Dinamo sokhumi ფეისბუკ გვერდი

 

პირველად საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში – პროფესიონალურ კლუბ “დინამო სოხუმს” სარეზერვო გუნდი ეყოლება.

კლუბისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი მასობრიობაა. ამ კუთხით კლუბი დიდ ნაბიჯებს დგამს. ძირითად გუნდის დაკომპლკტების შემდეგ, შექმნეს ასევე სარეზერვო გუნდი ანუ “დინამო სოხუმი-2”, სადაც ოცამდე გოგონაა გაწევრიანებული, საშულო ასაკი კი 16 წელია. კლუბი სრულად უზრუნველყობს ფეხბურთელებს ყველა პირობით.

გუნდი დიდი დიღმის აკადემისს ბაზაზე ვარჯიშობს და მისი მთავარი მწვრთნელი ბექა აბდულიშია, ხოლო მას ლაშა-გიორგი ქანთარია დაეხმარება.

ქალთა ფეხბურთის განვითარების ფარგლებში კლუბში ასამდე გოგონა სრულიად უფასოდ ვარჯიშობს და კლუბი თვითოეული ფეხბურთელის სავარჯიშო, სათამაშო ეკიპირებით შემოსვას, ექიმით მომსახურებას და ყველანაირი სავარჯიშო პირობის შექმნას უზრუნველყოფს.

 

 

 

 

 

წყარო – fcdinamosokhumi.ge

 

 

 

 

 

 

 

გთავაზობთ ევროპა ლიგის ნახევარფინალის ყველაზე ძვირადღირებულის სიმბოლურ ნაკრებს (ფოტო)