კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფიფამ ევროპული ნაკრებებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის თარიღი დაასახელა

ცნობილია წილისყრის თარიღი

Image source: Getty Images

 

ფიფამ ოფიციალურად დაასახელა ევროპული ქვეყნების ნაკრებებისთვის ყატარის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის თარიღი.

ხსენებული წილისყრა 7 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უეფას წევრი 55 ქვეყანა, ასევე კორონავირუსის პანდემიის გამო, ცერემონია მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების დასწრების გარეშე გაიმართება.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ევროპიდან 13 ნაკრები მოხვდება: ხუთ ჯგუფში ექვს-ექვსი ნაკრები იქნება, დანარჩენ ხუთში კი – ხუთ-ხუთი. ჯგუფების 10 გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ჯგუფური ეტაპის მეორე ადგილზე გასული 10 გუნდი, ასევე ორი ნაკრები ერთა ლიგიდან პლეი-ოფის მონაწილეები გახდებიან და სამრაუნდიანი ტურნირის მეშვეობით გაარკვევენ ბოლო სამი საგზურის ბედს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

 

 

წყარო – fifa.com

 

 

 

 

როგორ გამოიყურება ევროპა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების თერთმეტეული (ფოტო)