კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფიგურული ციგურაობა – ქართველებმა ოლიმპიადის ორი ლიცენზია მოიპოვეს

ორი ლიცეზია მსოფლიოს ჩემპიონატიდან

Image source: Getty images

 

ფიგურულ ციგურაობაში სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ორი ლიცენზია მოიპოვა.

მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ წარმატებით იასპარეზეს და პეკინის 2022 წლის ოლიმპიადის საგზური მიიღეს.

მორისმა, რომელმაც შარშან, ვაჟთა ასპარეზობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალი მოუპოვა, ამჯერად პროგრამა მინიმუმი შეასრულა – მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 231.81 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა და საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ლიცენზია მოუპოვა.

ალინამ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური გაინაღდა.

 

წყარო – Geonoc.org.ge

 

ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდება