კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფიგურული სრიალი – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ჩინეთში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს (ვიდეო)

Image source: Georgian Figure Skating Federation

 

ჩინეთის ქალაქ დონგუანში დასრულდა ჩელენჯერის სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი ISU Asian Open, სადაც  მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მონაწილეობდნენ. სპორტულ ცეკვებში სადაც 8 ქვეყნის 11 წყვილი გაოდიოდა, ჩვენებურებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქართულმა დუეტმა 174,63 ქულა დააგროვა და სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს.

პირველ პოზიციაზე 191,55 ქულით ამერიკული წყვილი კრისტინა კარეირა და ანტონი პონომარენკო გავიდნენ, მეორე ადგილზე კი 176,38 ქულით რუსი მოციგურავეების წყვილი ქსენია კონკინა და პაველ დროზდი განთავსდნენ.

ქართველების გამოსვლის ნახვა შეგიძლიათ აქ.

 

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ჩატენვა ლიგა ენდესას ტოპ-5-ში მოხვდა (ვიდეო)