კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პიერ-ემერიკ ობამეიანგის ძმამ “არსენალის” ფეხბურთელის პირდაპირ ეთერში იარაღი თავთან მიიტანა და გაისროლა (ვიდეო)

Image source: The Sun

 

არსენალის” თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ძმამ, ვილი ობამეიანგმა მასთან ერთად ინსტაგრამში პირდაპირი ეთერი ჩაიწერა.

ტრანსლირების მსვლელობაში ვილიმ იარაღი ამოიღო, თავთან ახლოს მიიტანა და გაისროლა.

The Sun-ის ინფორმაციით, “მეთოფეების” ფეხბურთელი გაოგნებულად გამოიყურებოდა, ნერვიულად ჩაიცინა და ძმას “უცნაური” უწოდა.

აღვნიშნოთ, რომ ძმები ობამეიანგები პირდაპირ ჩართვას 2020 წლის ბოლო წუთებში აკეთებდნენ და მათ 5 ათასზე მეტი ადამიანი უყურებდა.

ვილი, ისევე, როგორც პიერ-ემერიკი, “მილანის” აღზრდილია. ის თამაშობდა “აველინოს“, “მონცუს” და სხვა ნაკლებად ცნობილ კლუბებში.

 

 

წყარო –  The Sun

The Athletic: “ჩელსი” ლემპარდის შემცვლელის ვარიანტებს განიხილავს