კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ფიბა: საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 მატჩს თბილისში გამართავს

საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს

Image source: Georgian Basketball Federation ფეისბუკ გვერდი

 

ფიბამ დღევანდელ აღმასკომის სხდომაზე საქართველოს ოფიციალურად მინიაჭა „ბაბლის“ მასპინძლის სტატუსი. საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართება:

საქართველო – სერბეთი

ფინეთი – შვეიცარია

საქართველო – ფინეთი

სერბეთი – შვეიცარია

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბებიან, სადაც “ბაბლის” პრინციპით ჩვენი შესარჩევი ჯგუფის დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრა ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარა 15-23 თებერვალს გაიმართება, ხოლო სათამაშო დღეები უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

მაიკლ დიქსონი ჩინეთში გამგზავრებამდე ქართულ კლუბში ითამაშებს