კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

PHR – ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერი არ გაასაჩივრა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

Image source: Getty Images

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცავმა ორგანიზაციამ – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, გამოაცხადა, რომ ჩოგბურთელმა და მიმა ოჯახმა, მათზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერები არ გაასაჩივრეს.

“2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის 8 ივნისს, 9 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად.” – ნათქვამია phrgeorgia.wordpress.com ვებ-გვერდზე.

წყარო – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR

 

შეთანხმება მიღწეულია. “ცსკა” თორნიკე შენგელიასთან 3-წლიან კონგრაქტს გააფორმებს