კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება

Image source: Fox Sports Asia

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციას შორის 5 ნოემბერს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.

შეთანხმების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება PES 2020-ში. ტურნირი 21 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, ფინალი კი თბილისში გაიმართება. გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომლებიც ქვეყანას კიბერ ევრო 2020-ზე წარადგენენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელს გენერალური მდივანი, დავით მუჯირი მოაწერს, კომპიუტერული სპორტის ფედერაციიდან კი, პრეზიდენტი, დავით ჩოგოვაძე.

 

წყარო – gff.ge

 

ფიგურული სრიალი – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ჩინეთში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს (ვიდეო)