კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პეპ გვარდიოლას კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს

Image source: Goal.com

 

პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. 12 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში 25 ქულა დააგროვა და ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდებს ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს ჰქონია.

აქამდე ანტირეკორდი 2016-2017 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიში“ დაფიქსირებული 27 ქულა იყო, მაგრამ წელს „ქალაქელები“ კიდევ უფრო უარესად თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ 10 სეზონიდან, როდესაც გვარდიოლა მწვრთნელად მუშაობდა, მისი გუნდები 8-ჯერ ჩემპიონები გახდნენ.

2008/09, „ბარსელონა“ – 29 ქულა

2009/10, „ბარსელონა“ – 30

2010/11, „ბარსელონა“ – 31

2011/12, „ბარსელონა“ – 28

2013/214, „ბაიერნი“ – 32

2014/15, „ბაიერნი“ – 30

2015/16, „ბაიერნი“ – 34

2016/17, „მანჩესტერ სიტი“ – 27

2017/2018, „მანჩესტერ სიტი“ – 34

2018-2019, „მანჩესტერ სიტი“ – 32

2019-2020, „მანჩესტერ სიტი“ – 25

 

წყარო – Football.ua

 

შერმადინის ჩატენვა და შენგელიას სამქულიანი ცენტრიდან ტურის TOP მომენტებში (ვიდეო)