კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პეპ გვარდიოლა: “ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ამ გუნდში ვერ ვითამაშე”

Image source: Manchester City News

 

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაასახელა კლუბი, სადაც ფეხბურთელობის პერიოდში გადასვლა შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა და ამას ძალიან ნანობს.

„პარმაში“ გადასვლა შემეძლო და დიახ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინანულია. ძალიან ახლოს ვიყავით, იმ „პარმას“ ბუფონი, ტურამი ჰყავდა, ძალიან ძლიერი გუნდი იყო. იმ დროს ახალგაზრდა ვიყავი, 27 წლის და „ბარსელონაში“ ვთამაშობდი. დაინტერესებული ვიყავი ახალ მწვრთნელთან, ახალ ქვეყანაში მუშაობით. მწვრთნელი ანჩელოტი იყო, სპორტულ დირექტორთან კონტაქტი გვქონდა.

ანჩელოტი საოცარი მწვრთნელია, თავისი ფილოსოფია გააჩნია და ვცდილობდი ეს შემესწავლა. ვწუხვარ, რომ ფეხბურთელობისას, ჩემი მწვრთნელი არ იყო“ – განაცხადა გვარდიოლამ.

 

წყარო – goal.com

 

კურიოზული მომენტი: ჟოზე მოურინიომ ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)