კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პელე: “ერთ დღეს მე და მარადონა ზეცაში ფეხბურთს ვითამაშებთ”

პელე მარადონას გარდაცვალებაზე

Image source: Getty images

 

ფეხბურთის ლეგენდა პელე, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ერთ დღეს ის და მარადონა ფეხბურთს ზეცაში ითამაშებენ.

„რა სამწუხარო ამბავია. დავკარგე დიდი მეგობარი და სამყარომ ლეგენდა დაკარგა. კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ ახლა ღმერთმა ძალა მისცეს მისი ოჯახის წევრებს. ერთ დღეს იმედი მაქვს, რომ ზეცაში ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ“ – დაწერა პელემ ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა საკუთარ სახლში გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

წყარო – Twitter

 

სამწუხარო ინფორმაცია – დიეგო მარადონა გარდაიცვალა