კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ტოპ-5 წამყვანი ფეხბურთელი, რომელიც ამ ზამთარს 100%-ით სხვა კლუბში გადავა

Image source: Readfootball.com

 

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და კლუბების ზოგი ფეხბურთელი მოუთმენლად ელოდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას.

წარმოგიდგენთ ტოპ-5 ფეხბურთელს, რომლებიც იანვარში სხვა კლუბში გადავლენ.

ფოტო – Getty Images

მარიო მანჯუკიჩი

ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ თქვა, რომ კლუბში თავდამსხმელების სიჭარდეა და მანჯუკიჩის სხვა გუნდში გასხვისება სურს. ზაფხულს ეს ვერ მოხერხდა და ფეხბურთელი ძირითადად სათადარიგო სკამზე ზის, სექტემბრიდან კი განაცხადშიც არ ხვდება. მარისო სატრანსფერო ღირებულება 8-10 მილიონი ევროა. ფორვარდის დამატების სურვილი აქვს დორტმუნდის “ბორუსიას“.

ფოტო – Getty Images

დრის მერტენსი

ნაპოლიში” კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. დრის მერტენსი, რომელსაც კონტრაქტი 2020 წლის მაისს ეწურება, ხელშეკრულების განახლებაზე ვერ უთანხმდება კლუბს და ამასთანავე შეთავაზებები აქვს ისეთი გუნდებისგან, როგორებიც არიან “ინტერი“, “დორტმუნდი” და “გალათასარაი“. თავად მოთამაშეს სხვა ქვეყანაში გადაბარგება არ სურს, ამიტომ უპირატესობა მილანელების მხარესაა.

ფოტო – Getty Images

პოლ პოგბა

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში პოგბა ძალიან ახლოს იყო “რეალში” გადასვლასთან, თუმცა “იუნაიტედმა” ძალიან დიდი გამოსასყიდი თანხა მოითხოვა და ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა “რეალსპოგბასთვის ბრძოლაში დიდი კონკურენტი გამოუჩნდა ტურინის “იუვენტუსის” სახით, რომელიც სულ მალე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ფრანგი მცველი ტრავმის შემდეგ სექტემბრის ბოლოდან აღარ ჩნდება მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, მან დიდი ხანია მოიშუშა ტრავმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურთი თამაშის სურვილი უბრალოდ არააქვს. პოგბას სატრანსფერო ღირებულებაა 100 მილიონი ევრო.

1 2