კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ფეხბურთი დიდი დღესასწაულია, ლუდი ხელს არ შეუშლის” – “როტორის” გენდირექტორი სტადიონზე ლუდის დაბრუნებას მხარს უჭერს

ლუდი სტადიონზე?

Image source: Getty Images

 

ვოლგოგრადის “როტორის” გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი რეკეჩინსკიმ სუსეთის საფეხბურთო სტადიონებზე ლუდის დაბურნების აზრი მოიწონა.

“მე ამ აზრს დადებითად ვაფასებ. ფეხბურთი დიდი დღესასწაულია, ლუდი ხელს არ შეუშლის. მსოფლიო ჩემპიონატზე მთვრალი გულშემატკივარი არ ყოფილა, რომელიც გამომწვევად მიოქცეოდა. ვისაც გამწვავება სურს, ამას მატჩის დაწყებამდეც გააკეთებს. ვფიქრობ, ეს ტრიუნაზე მეტ გულშემატკივარს მოიზიდავს. ამაში ცუდი არაფერია.

გულშემატკივრებისთვის ეს ნორმალურია. ლუდს მთელ მსოფლიოში ყიდიან. ეს ჯობია იმას, რომ გულშემატკივარმა მატჩის დაწყებამდე დალიოს დიდი ოდენობით ალკოჰოლი და ასეთ მდგომარეობაში მოვიდეს სტადიონზე. ამას ჯობია, რომ ისინი სტადიონზე მოვიდნენ და აქ წყნარად მიირთვან რამდენიმე კათხა ლური”, – განაცხადა რეკეჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადის “როტორში” თამაშობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სოლომონ კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე.

წყარო – “სპორტ ექსპრესი”

რონალდუმ ზედიზედ მე-6 მატჩში საფრანგეთს ვერ გაუტანა. ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია პორტუგალიელის კარიერაში