კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“პეისერსი” ისევ დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძემ 11 წუთი ითამაშა (ვიდეო)

გოგა ბითაძის გუნდი მაიამისთან დამარცხდა

Image source: Getty Images

 

“ინდიანა პეისერსის” 21 წლის ცენტრმა, გოგა ბითაძემ შედეგიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

დღეს, გამთენიისას გამართულ მატჩში “პეისერსმა” “მაიამი ჰიტთან” 87:92 ანგარიშით წააგო. გოგამ კი 11 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 5 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

 

“ინდიანა პეისერსმა” 21 მოგება და 25 მარცხი მოაგროვა და NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ბითაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას “შარლოტ ჰორნეტსთან” 3 აპრილს ჩაატარებს.

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

 

გიორგი აბურჯანია: “ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო”