კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პატარა ქართველი ძალოსნები ბაქოში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ (ვიდეო)

პატარა ძალოსნები ბაქოში, ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ.

აზერბაიჯანში გუნდის მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ 2 გოგონა და 2 ბიჭი წაიყვანა. მარიამ მურღვლიანი (61 კგ.), მარიამ მაისურაძე (49 კგ.), ლევან ოჩიგავა (55 კგ.) და არჩილ ოქროპირიძე (49 კგ.) ასპარეზობაზე ძალებს 5-6 მაის მოსინჯავენ.

თემურ ჯანჯღავას განცხადებით, ოთხივე ძალოსანი პერსპექტიულია და შეჯიბრზე დიდ გამოცდილებას შეიძენენ, არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანმა მედალიც მოიპოვოს.

ძალოსნები ბაქოში ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ სირბილაშვილმა გააცილეს და წარმატება უსურვეს.

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში საფეხბურთო მოედანი განახლდა (ვიდეო)