კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა: ქართველი მოფარიკავეების ადგილები

სამხ. კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა გრან პრის შემდეგ, FIE-ს რეიტინგში ცვლილებები მოხდა.

16 საუკეთესოთა შორის დაბრუნდა სანდრო ბაზაძე. სანდრომ რეიტინგში მხოლოდ 1 პოზიციით წინ წაიწია, მაგრამ ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოახლოებულ მნიშვნელოვან ტურნირებში ქართველი მოფარიკავე უკვე განთესილ მოფარიკავეთა შორის იქნება.

მხოლოდ 1 პოზიციით უკან დაიწია ბექა ბაზაძემ. ბექა 53-ე ადგილზეა და 1 ადგილით უსწრებს მიხეილ მარდალეიშვილს, რომელიც სეულის გრან პრიმდეც ამ პოზიციაზე იყო.

ქალთა შორის 3 საფეხურით დაქვეითდა ლიკა ჯიჯეიშვილი და ახლა 78-ეა, თეოდორა კახიანი კი 24 ადგილით ზევით ავიდა და 129-ე ადგილზეა.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

ქართველი ხელბურთელის თურქულმა გუნდმა ევროტურნირების საგზური მოიპოვა და არა მარტო