კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„პანეტოლიკოსის“ მეკარის კომენტარი ნიკა ნიუნას დარტყმის შესახებ

ნიკა ნინუა

Image source: sportime.gr

 

საბერძნეთის სუპერლიგის მე-6 ტურში ნიკა ნინუას „პაოკი“ სტუმრად „პანეტოლიკოსს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

ნინუამ 82-ე წუთიდან ითამაშა და 6 წუთში გოლი გაიტანა. როდესაც მატჩის ანგარიში 1:1 იყო, 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჯარიმა დაარტყა და ულამაზესი გოლით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის მეკარემ ქართველი ფეხბურთელის გოლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რაც შეეხება საჯარიმოს ეპიზოდს, მარჯვენა კუთხისკენ წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა დარტყმაც ძალიან კარგი იყო.

გამოგიტყდებით, მაშინაც კი, ჩემი პოზიცია რომ არ შემეცვალა, მაინც გამიჭირდებოდა მისი მოგერიება. ძალიან კარგი დარტყმა იყო”.

როგორი იქნებოდა “ბარსელონას” შემადგენლობა, “ლა მასიის” ფეხბურთელები რომ შეენარჩუნებინა?