კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ფაბრიციო რომანო: “მანჩესტერ სიტი” რუბენ დიაშის ტრანსფერზე “ბენფიკას” შეუთანხმდა

მანჩესტერ სიტი რუბენ დიაშს დაიმატებს

Image source: B/R Football

 

მანჩესტერ სიტი” “ბენფიკას” მცველის, რუბენ დიაშის გადაბირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, თავის მხვრივ, “სიტის” მცველი, ნიკოლას ოტამენდიც პორტუგალიურ კლუბში გადავა.

დიაშის კონტრაქტი 2025 წლამდე იქნება გათვლილი, ტრანსფერის ღირებულება კი 55 მილიონს შეადგენს.

რაც შეეხება ოტამენდის, მისი კონტრაქტი 2023 წლამდე გაფორმდება, ტრანსფერი კი 15 მილიონი ევრო ეღირება.

23 წლის პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში “ბენფიკას” შემადგენლობაში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 ბურთი გაიტანა. 32 წლის არგენტინელს კი მიმდინარე სეზონში “სიტიში” არ უთამაშია, განვლილ სეზონში კი 39 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

არტეტა: “ლივერპული” სრულიად სხვა დონეა” – “არსენალის” მწვრთნელმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა