კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

პაატა გურასპაულმა სუპერლიგის გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამუშაო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული სუპერლიგის გუნდებს შეხვდა.

შეხვედრა სუპერლიგის ახალ, 2021/22 წლების სეზონთან დაკავშირებით, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იქნა განხილული.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, იყო ვაქცინაცია. თამაშში ჩართულმა პირებმა და სუპერლიგის გუნდების წევრებმა (მოთამაშეები, კლუბის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია) ახალი სეზონიდან, ჩემპიონატის დაწყებამდე, უნდა ჩაიტარონ კორონავირუსის სრული ვაქცინა ან ყოველ თამაშამდე წარმოადგინონ 2 დღით ადრე გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

ასევე, პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელ ზაფხულს არ ჩატარდება მოთამაშეთა განვითარების ლიგა, რომლის პროექტი კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შარშან პირველად განახორციელა და წარმატებულიც გამოდგა, რადგან წლევანდელი მოთამაშეთა განვითარების ლიგის ჩატარება უფრო ფართო მასშტაბით, საერთაშორისო დონეზე იგეგემებოდა, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ უცხოური გუნდები, სკაუტები და უცხოელი მოთამაშეეები. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი მომავალი წლისთვის გადაიდო.

სუპერლიგის 2021/22 წლების ახალ სეზონთან დაკავშირებით, ფედერაცია ტრადიციულ წინასასეზონო სამუშაო შეხვედრებს სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან ერთად კვლავ გამართავს და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებს. მომდევნო, უახლოესი შეხვედრა გუნდებთან აგვისტოს პირველ ნახევარში ჩატარდება.

 

 

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

გადაიდო: საქართველო – სამხრეთ აფრიკა (18-წლამდე) არ გაიმართება