კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

პაატა გურასპაული: “თურქეთი სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზეა”

თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

Image source: gbf.ge

 

ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს.

ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ.

“თურქეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც სპორტში და განსაკუთრებით კალათბურთში საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამ ქვეყნის ნაკრების თბილისში ხილვა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

იმასთან ერთად, რომ ნაკრები საკმაოდ ძლიერი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და მაღალი საკალათბურთო შედეგები გააჩნია, თურქეთს სპორტის ნებისმიერ სახეობაში ძალიან მხურვალე და მოწესრიგებული გულშემატკივრები ჰყავს, რომლებიც თბილისში, ევრობასკეტ2022-ის მატჩების მსვლელობას ახალაშენებულ ჩინებულ დარბაზში კიდევ უფრო გაალამაზებენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთს საქართველოში საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს და ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში საქმიანი მიზეზით ძალიან ბევრი თურქეთის მოქალაქე იმყოფება. შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორული შეთანხმება წარმატებული იქნება და თბილისში გამართულ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მაყურებელი არ მოაკლდება, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს პრეცედენტი კარგი მაგალითი იქნება საიმისოდ, რომ თურქეთის კალათბურთის ფედერაციასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ”, – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განაცხადა.

 

 

 

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

 

 

ოფიციალურად: “დილამ” დედაქალაქური გუნდიდან ნახევარმცველი დაიმატა