კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოთარ კიტეიშვილმა გოლი “ზალცბურგს” გაუტანა (ვიდეო)

კიტეიშვილმა გოლი გაიტანა

Image source: heute

 

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ოთარ კიტეიშვილმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის, „ზალცბურგის“ კარში გოლის გატანა მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მეტოქესთან ვერაფერს გახდა და 2:5 დამარცხდა, მაგრამ ოთარმა 79-ე წუთზე შეძლო გატანა. კიტეიშვილმა ამ სეზონში უკვე მე-6 გოლი მიითვალა და 5 საგოლე პასიც აქვს შესრულებული.

„შტურმი“ საჩემპიონო ექვსეულში ბოლო, მე-6 ადგილზეა 19 ქულით.

 

 

წყარო – Laola1.at

 

“მილანი” აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა (ვიდეო)