კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოთარ კიტეიშვილი: “ამ შეხვედრას ყველა ფეხბურთელი დიდი ხანი ველოდით”

ოთარ კიტეიშვილის კომენტარი

Image source: gff.ge

 

გრაცის „შტურმის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გადაცემა „ტაიმაუტში“ აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების სჯერა. კიტეიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

“ეს არ იქნება ჩვენი და ჩრდილოეთ მაკედონიის წინა ორი მატჩის მსგავსი დაპირისპირება. მე უფრო დაძაბულ და მძიმე მატჩს ველოდები. წინა ორ შეხვედრაში, ფაქტობრივად, მეტოქეს საგოლე მომენტი არ შეუქმნია, ორი შანსი ჰქონდათ და ორივე გოლად აქციეს. ჩვენ კი ბევრი მომენტით ვერ ვისარგებლეთ, მაგრამ იმედია, ამ შეხვედრაში ბევრად მეტს გავიტანთ, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონია, ამ შეხვედრას ყველა ფეხბურთელი დიდი ხანი ველოდით და ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, მოგება შეგვიძლია და უნდა მოვიგოთ. ყველა ამ განწყობით იქნება და დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ.

მაყურებელი “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის დამატებითი ძალაა. ეს არის უდიდესი დანაკლისი, რომ გულშემატკივარი თამაშს ვერ ესწრება. ასე თამაშს ვერასოდეს შეეჩვევი. სულ რაღაც გაკლია და განსხვავებული შეგრძნებაა იმასთან შედარებით, რასაც სავსე „დინამო-არენაზე“ გრძნობ”, – ამბობს კიტეიშვილი.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო არენაზე“ 12 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

“დიდი ფინალის დღე” – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ფეხბურთელებს ამხნევებს (ვიდეო)