კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოთარ კაკაბაძემ შვეიცარიაში საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

კაკაბაძის საგოლე პასი

Image source: Oto Kakabadze Instagram

 

შვეიცარიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ლუცერნმა“ „ლუგანოს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

ოთარ კაკაბაძის გუნდი 0:3-ს აგებდა, მაგრამ თამაშის გადარჩენა მოახერხა და ქულა მაინც მოიპოვა. ქართველ ფეხბურთელსაც მიუძღვის ამ ყოველივეში წვლილი.

კაკაბაძემ 90 წუთი გაატარა მინდორზე და პირველი გოლი მისი პასით გავიდა. 61-ე წუთზე ოთარმა საჯარიმოში ჩააწოდა და პასკალ შიურპფმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-15 მატჩში მე-2 საგოლე პასი გააკეთა. „ლუცერნი“ კი 42 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

კაკაბაძის საგოლე პასი იხილეთ აქ.

 

წყარო – SFL.Ch

 

ერთი ქართველი ძირითადში, მეორე სათადარიგოში. “რუბინის” შემადგენლობა “ცსკა”-ს წინააღმდეგ მატჩში