კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოთარ გაბელია: “საქართველოს ნაკრებს სჭირდება ქართველი მწვრთნელი”

ოთარ გაბელიას კომენტარი საქართველოს ნაკრების გამოსვლებზე ისაუბრა

 

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თაობის მეკარემ, ოთარ გაბელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ ნაჩვენებ შედეგებზე ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან ისაუბრა. მისი აზრით თქმითაც ქვეყნის უპირველს გუნდს ქართველი მწვრთნელი სჭირდება.

“მხოლოდ ვლადიმირ ვაისზე ჯოხის გადატეხა არ შეიძლება. სლოვაკ მწვრთნელს არ უნდა დავუკარგოთ ის, რაც გააკეთა. აქამდე რომ მოვედით, ეს ხომ მისი დამსახურებაა ფეხბურთელებთან ერთად?! რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელები უკეთესად უნდა ყოფილიყვნენ მომზადებულები ამ თამაშებისათვის. ყველანაირად უნდა ეცადო, რომ იმ კლუბში, სადაც თამაშობ, იყო ძირითადში. მაგრამ ისიც შეიძლება, არ იყო სულ ძირითადშემადგენლობაში, მაგრამ სისტემატურად უნდა თამაშობდე…

ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედა იმ ატმოსფერომ, რომელიც იყო მატჩის წინ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს იყო წნეხი და უმჯობესი იქნებოდა, ეს წნეხი და ამხელა აჟიოტაჟიარ ყოფილიყო.

მე არავის ადვოკატი არ ვარ და არც სიმართლის თქმას ვერიდები, მაგრამ ვაისზე იმის თქმა, რომ ის არ არის მწვრთნელი, არ შეიძლება! სლოვაკეთის ნაკრებში რა შედეგები ჰქონდა, ხომ გვახსოვს? მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მან გაიყვანა ნაკრები…

კი, შეიძლება ვაისმა დააგვიანა შეცვლები, მაგრამ მხოლოდ მას არ წაუგია მაკედონიასთან მატჩი. ის ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ. ფაქტია, რომ ბევრი რამ შეცვალა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნამ. როცა გუნდს არ მისდის თამაში, სწორედ ამ დროს იღებენ საკუთარ თავზე თამაშს ინდივიდუალისტები.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს სჭირდება ქართველი მწვრთნელი. ჩვენ გვყავს დღეს ასეთი სპეციალისტები. ჩემი აზრით, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, განვსაზღვროთ, როგორი გემოვნების მწვრთნელი გვჭირდება.

კი, საწყენია მარცხი, მაგრამ რა ვქნათ, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. როგორ, მინდვრები აღარ გვინდა და ჩემპიონატი აღარ ჩავატაროთ? ასე მსჯელობა არ შეიძლება!.. უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ჩაკვეტაძეები და ახალი კვარაცხელიები კიდევ გამოჩნდებიან”, – განაცხადა გაბელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა გამართა და გატანილი გოლების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა.

 

 

წყარო –lelo.ge

 

 

 

 

 

 

თედო აბჟანდაძე: “ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”