კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოსაკას გრანდ სლემი. ვის შეხვდებიან ქართველი ძიუდოისტები?

Image source: ijf.org

 

22-24 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ოსაკაში ძიუდოს გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 4 ძიუდოისტი იასპარეზებს.

73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობას მე-2 წრიდან დაიწყებს. მისი მეტოქე იაპონელ არატა ტაცუკავასა და მექსიკელი ედუარდო არაუხოს შორის გამარჯვებულს იქნება.

90 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ წრეშივე იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე  ბრაზილიელი რაფაელ მასედო იქნება.

ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილი მე-2 წრიდან ჩაებმება ბრძოლაში, სადაც მისი მეტოქე სლოვაკ მიროსლავ ბლაჰუსიაკსა და ჩინელ ჰებილიგე ბუს შორის გამარჯვებული იქნება.

100 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ასევე მე-2 წრიდან იასპარეზებს, სადაც ბრაზილიელ მეტოქე ლეონარდო გონსალვეშს შეხვდება.

გრანდ სლემზე 5 კონტინენტის 87 ქვეყნის 486 ძიუდოისტი იღებს მონაწილეობას. სადაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს მასპინძელ იაპონიას – 28-28 ძიუდოისტი როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის.

ვაჟთა შორის მედლები გათამაშდება:

  • 22 ნოემბერს – 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში
  • 23 ნოემბერს – 73 და 81 კგ 
  • 24 ნოემბერს – 90, 100 და +100 კგ

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

წყარო – ijf.org

სანდრო ბაზაძის ადგილი განახლებულ ოლიმპიურ რეიტინგში (ფოტო)