კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ორმატჩიანი წარუმატებლობა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა ისევ წააგო

Image source: SetonHallMBB

 

სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა.

ამჯერად მისი “სეტონ ჰოლი” Big East-ის კონფერენციაში “ბატლერს” დაუპირისპირდა და ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა – 52:61. მამუკელაშვილმა მოედანზე 36 წუთი გაატარა, 11 ქულა ჩააგდო, რაზეც 3 მოხსნა, 1 პასი და დაამატა. ქართველმა ფორვარდმა ერთი ორქულიანი და ცხრიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, ორი საჯარიმო კი ააცილა.

პირატებს Big East-ის კონფერენციაში 10 მოგება და 7 წაგება აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 3 მარტს  საკუთარ მოედანზე, „კონექტიკუტთან” გამართავს.

წყარო – SetonHallMBB

სანდრო მამუკელაშვილის 22 ქულამ “სეტონ ჰოლი” წაგებას ვერ გადაარჩინა