კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ორი საშინელი ტრავმა ერთ შეხვედრაში

Image source: Fotojet.com

 

„რომასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრაში ორმა ფეხბურთელმა უმძიმეს ტრავმა მიიღო და ორივემ ერთი სახით. მე-19 წუთზე ტურინელთა მცველი მერიჰ დემირალმა მარცხენა მუხლი დაიზიანა, ხოლო 35-ე წუთზე რომაელმა ნიკოლო ძანიოლომ მარჯვენა მუხლი იტკინა.

ორივე ფეხბურთელს ჯვარედინი მყესების დაზიანება დაუდგინდა, ძანიოლოს ოპერაციამ დღეს წარმატებით ჩაიარა, ხოლო დემირალს ქირურგიული ჩარევა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

ორივე ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა და გარდა ამისა, ისიც საეჭვოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალიისა და თურქეთის ნაკრებებში თამაში მოახერხონ.

 

 

ოფიციალურად: “მილანმა” დანიის ნაკრების კაპიტანი დაიმატა