კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ზედიზედ მეორედ ქართველები ევროპის ლიგის მატჩს იმსაჯებენ!

Image source: Fifa Referees News

 

ქართველ მსაჯთა ბრიგადა ევროპის ლიგის მატჩს მოემსახურებიან, მიმდინარე სეზონში მეორედ. ტრონჰეიმში, ნორვეგიული „როსენბორგი“ ავსტრიულ „ლასკს“ დაუპირისპირდება და შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება.

მას ასისტენტობას ზაზა მენთეშაშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის როლში გიორგი ვადაჭკორიაა მივლენილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მსაჯებმა (მთავარი მსაჯი ყრუაშვილი იყო) სამი კვირის წინ შვეიცარიული „ლუგანოსა“ და შვედური „მალმიოს“ მატჩი განსაჯეს.

 

წყარო – gff.ge

 

ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა კარიერა მოულოდნელად დაასრულა (ვიდეო)