კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “ვალენსიამ” იტალიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

Image source: Goal.com

 

„ვალენსიამ“ „რომას“ კაპიტანი და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ალესანდრო ფლორენცი დაიმატა. ესპანური გუნდის ვებგვერდის ცნობით, ფლორენცი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს.

ფლორენცი „რომას“ აკადემიაში აღიზარდა და დღემდე 272 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში 36 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

ფლორენცის ასევე უთამაშია „კროტონეში“, სადაც 2011-2012 წლების სეზონში იჯარის წესით იმყოფებოდა.

 

 

ოფიციალურად: “მილანის” ყოფილი ფორვარდი ბუნდესლიგაში გადავიდა