კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს

ვაკო ყაზაიშვილი კორეულ კლუბში გააგრძელებს კარიერას

Image source: Ulsan Hyundai Football Club ფეისბუქ გვერდი

 

“სან ხოსეს” ყოფილი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ვალერი ყაზაიშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. ვაკო K ლიგა 1-ის კლუბ “ულსანში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია “ულსანის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

“დაკომპლექტდა ულსან ჰიუნდაი, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით “ვაკო!”, – ასე მიესალმა ვაკოს მისი ახალი კლუბი.

ყაზაიშვილი უკვე მეორე თვე იყო რაც თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა. „ულსან ჰიუნდაი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია. აღვნიშნოთ, რომ 28 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში „ვიტესის“, „ლეგიას“ და „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა.

 

 

 

წყარო – Ulsan Hyundai Football Club

 

 

 

 

 

 

თუ რატომ არ ჩატარდა საქართველო – თურქეთის მატჩი და ვინ იქნება დღევანდელი მეტოქე