კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: წყალტუბოს “სამგურალმა” კონტრაქტი 5 ფეხბურთელთან გაახანგრძლივა

სამგურალმა 5 ფეხბურთელთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

Image source: gff.ge

 

წყალტუბოს “სამგურალმა” კონტრაქტი კიდევ 5 ფეხბურთელთან გაახანგრძლივა. ლევან ქურდაძე, გრიგოლ დოლიძე, ომარ პატარკაციშვილი, უშანგი ბანძელაძე და დემურ ჩიხლაძე მომავალ სეზონში კვლავ “სამგურალის” ღირსებას დაიცავენ. ამის შესახებ კლუბის ფეისბუქ გვერდი იუწყება.

“სამგურალში” ითამაშებენ ლუკა ასათიანი და გიორგი თევზაძეც, მათ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებთ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გუნდთან ხელშეკრულებები გაახანგრძლივეს: სერგო კუხიანიძემ, თედო კიკაბიძემ, შალვა ბურჯანაძემ, გაგა გაზდელიანმა, ილია ახვლედიანმა, კახაბერ მეშველიანმა, პაპუნა ფონიავამ და ისუფ ტურემ.

 

 

 

წყარო – FC Samgurali official

 

 

 

 

 

პაატა გურასპაული: “ეს არის კალათბურთის ფედერაციისთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”