კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა

Image source: Newsbeezer

 

ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 36 წლის დე როსიმ „ბოკა ხუნიორსი“ და ფეხბურთი დატოვა. გადაწყვეტილება ოჯახთან სიახლოვით ახსნა.

„მივდივარ, რადგან ჩემს ოჯახთან ახლოს ყოფნა მინდა, ძალიან მენატრება. ვტოვებ ჩემს საქმეს, სპორტს, ვნებას. დამწუხრებული ვარ, რადგან მინდოდა კიდევ 10 წელი მეთამაშა. ახლა მინდა ვისწავლო და ერთ დღეს სამწვრთნელო კარიერა დავიწყო. დიდ ფეხბურთელებთან ვითამაშე, მაგრამ ერთ დღეს ფეხბურთელის კარიერა სრულდება“ – თქვა დე როსიმ.

იტალიელმა 2001-2019 წლებში „რომაში“ 616 თამაში ჩაატარა და 63-ჯერ გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი, 117 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. დე როსის ყველაზე დიდი მიღწევა 2006 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია.

 

 

რონალდუმ 2020 წელი გიჟურად დაიწყო – პორტუგალიელმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა!