კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ცნობილია მათე ცინცაძის ახალი გუნდი

ცინცაძე ალბანეთში

Image source: Kukesi FC

 

“დინამო ბათუმის” ყოფილი ფეხბურთელი მათე ცინცაძე კარიერას “კუკეშის” რიგებში გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელმა ალბანურ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

ცინცაძე “კუკეშში” 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. მათემ შარშან “დინამო ბათუმში” ითამაშა და გუნდი ცოტა ხნის წინ დატოვა.

მას სხვადასხვა პერიოდში “დინამო თბილისში”, “რუსთავში”, ქუთაისის “ტორპედოში”, “პოგონსა” და “იელგავაში” უთამაშია.

 

წყარო – Kuksesi FC

 

შოთა არველაძე შესაძლოა თურქეთის ჩემპიონის მწვრთნელი გახდეს