კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ცნობილია გიორგი პაპუნაშვილის ახალი გუნდი

Image source: Real Zaragoza

 

გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სანტანდერის „რასინგში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ესპანურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა და ჩვენებური სანტანდერში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

„რასინგი“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის აუტსაიდერებშია და ბოლოსწინა 21-ე ადგილს 19 ქულით იკავებს.

გიორგი „სარაგოსაში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. ქართველმა არაგონულ გუნდში ჯამში 58-ჯერ ითამაშა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

თორნიკე შენგელიას და ბექა ბურჯანაძის დაპირისპირება ესპანეთში