კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ცნობილია დარჩება თუ არა ნიკა კაჭარავა “ანორთოსისში”

Image source: anorthosisfc

 

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ და ნიკა კაჭარავამ თანამშრომლობა გააგრძელეს. კვიპროსული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი გუნდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ ვიქნები. ვეცდები კვლავ მაქსიმუმი ვაჩვენო მოედანზე. მინდა ჩემპიონები გავხდეთ, ამისთვის ვარჯიშებზე ბევრს ვშრომობთ. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ სტადიონზე, რადგან ერთად უფრო ადვილი იქნება მიზნის მიღწევა“ – განაცხადა ნიკამ.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავას „ანორთოსისის“ რიგებში 39 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.

 

წყარო – Anorthosisfc.com.cy

 

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი “რუბინში” (ვიდეო)