კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ცნობილია “ჩელსის” ახალი მწვრთნელის ვინაობა

ტუხელი ჩელსიში

Image source: Chelsea FC

 

ლონდონის „ჩელსის“ თომას ტუხელი გაწვრთნის. გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.

თომას ტუხელმა ფრენკ ლამპარდი შეცვალა, რომელიც ოფიციალურად გუშინ გაათავისუფლეს. ინგლისელი სპეციალისტის გაშვება ცუდმა შედეგებმა განაპირობა.

ტუხელი მიმდინარე სეზონში „პსჟ“-ს ავარჯიშებდა, მაგრამ მას კარისკენ დეკემბერში მიუთითეს და სამსახური მალევე იპოვა.

ტუხელს კარიერის განმავლობაში „მაინცში“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“ უმუშავია.

 

 

წყარო – Chelsea FC

 

ანანიძე: “არ მეგონა ხაბიბი ფეხბურთს ასე თუ თამაშობდა”