კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ცნობილი გახდა გუნდი, რომელსაც ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონში უთავკაცებს

ჟოზე მოურინიო რომას გაწვრთნის

 

იტალიური “რომას” პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ოფიციალურად განცხადება გააკეთა. ჟოზე მოურინიო იქნება რომაული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი 2021/22 წლების სეზონიდან.

კლუბის ხელმძვანელობამ მწვრთნელთან ყველა პირობა შეუთანხმა, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელ სპეციალისტი 2024 წლის 30 ივნისამდე კლუბს გაწვრთნის.

მანამდე კი, დღეს კლუბის ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, პაულო ფონსეკა მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, რომელსაც  მოურინიო შეცვლის.

58 წლის ჟოზე მოურინიო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისის 25 კარიერული ტიტულით.

 

 

 

წყარო – asroma.com

 

 

 

 

 

 

 

ვაკო ყაზაიშვილი K-ლიგა-1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (ფოტო)