კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: “ტორპედოს” ახალი მწვრთნელი ცნობილია

Image source: Torpedo Kutaisi

 

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხვალ სპეციალურად დანიშნულ პრესკონფერენციაზე ფაბრიციო მანინო მიხეილ აშვეთიას წარადგენს.

ახალგაზრდა სპეციალისტი კარიერაში პირველად იმუშავებს მთავარ მწვრთნელად, აქამდე კი „ტორპედოში“ კახა ჩხეტიანის ასისტენტი იყო.

აშვეთია 1977 წელს ქუთაისში დაიბადა და საფეხბურთო კარიერაც იქ დაიწყო. შემდეგ საკმაო ხანი უცხოეთში, ძირითადად რუსეთში გაატარა, სადაც მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი იყო.

 

 

“რეალის” წაუგებელი სერია დასრულდა და ესპანეთის თასიდან მოულოდნელად გავარდა (ვიდეო)