Image source: Saski Baskonia Twitter
თორნიკე შენგელიას “ბასკონია” და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ველიმირ პერასოვიჩი თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ. ეს ინფორმაცია ბასკური გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
ვებ-გვერდის ცნობით ეს გუნდისა და მწვრთნელის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.
ამ დროისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს “ბასკონიას” მეორე მწვრთნელი – ჟოზეპ მარია ბეროკალი შეასრულებს.
შენგელიას გუნდი ლიგა ენდესას მომდევნო მატჩს შაბათს, “სან პაოლო ბურგოსის” წინააღმდეგ სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამართავს.
წყარო – baskonia.com
ვიდეობი
ფოტოები